კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – myautograph.ge. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა მოქმედებს მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ჩვენს ვებ-გვერდს, უბრალოდ დათვალიერების, რეგისტრაციის ან პროდუქტის შეძენის მიზნით. ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ ინფორმაციას და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.
ვებ-გვერდს myautograph.ge მართავს შპს „ავტოგრაფი“ (ავტოგრაფი). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი 406233375.
1. ჩვენი პოლიტიკა
ავტოგრაფი პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები ინფორმაციის შეგროვებისა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.
ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს ავტოგრაფის თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).
2. პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია ავტოგრაფის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან myautograph.ge-ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
- დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია myautograph.ge-ს თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
- პროდუქტის შეძენისას myautograph.ge-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ბოლო 4 ციფრს, საბანკო ანგარიშს, საგადასახადო კოდს და ტელეფონის ნომერს) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენ მიერ;
- ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებ-ბრაუზერის შეთავსებადობასთან და myautograph.ge ვებ-გვერდის ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
- ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია კანონმდებლობით.
თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც შპს ავტოგრაფმა თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.
ავტოგრაფი დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან myautograph.ge-ზე, ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ყიდვასა და გაყიდვასთან myautograph.ge-ზე და თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, რომ გამოგიგზავნოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.
ავტოგრაფი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ავტოგრაფი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 10 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.
ავტოგრაფს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც ის პირდაპირ გამჟღავნებულია მისი მომხმარებლების მიერ, მაგალითად: როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს მეგობართან გასაგზავნად, როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან ან როდესაც მომხმარებელს სურს რეკომენდაცია გაუწიოს მესამე პირთან myautograph.ge-ის მომსახურებას ან კონკრეტულ პროდუქტს. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების ავტოგრაფისთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ დადასტურებულ თანხმობას ამასთან დაკავშირებით.
ავტოგრაფმა შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, ავტოგრაფის სახელით, კონკრეტულ მომსახურების, ან პროდუქტის მიწოდებას.
3. მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები
როდესაც იყენებთ myautograph.ge-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს. ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება ხდება ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემები შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის. იმისთვის, რომ მოხდეს myautograph.ge-ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება ვებ-გვერდის მომხმარებლების საჭიროებისა და უპირატესობისთვის.
სხვა შემთხვევებში, ავტოგრაფი პირდაპირ შეაგროვებს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას მისი მომხმარებლებისაგან, როდესაც ისინი ონლაინ დარეგისტრირდებიან myautograph.ge-ზე და როდესაც ისინი განახორციელებენ პროდუქტის შეძენას რომელიც იყიდება ვებ-გვერდზე, რათა მოხდეს ელექტრონულად შეკვეთის მიღება და ტრანზაქციის დასრულება.
ავტოგრაფი დაამუშავებს ასეთ მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია ამ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაში და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.
უსაფრთხოების ზომების მიღება მოხდა, რათა დაცული იქნეს პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შემთხვევითი დაკარგვისაგან, შეცვლისაგან, არაკანონიერი გამჟღავნებისაგან ან ხელმისაწვდომობისაგან. რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ავტოგრაფს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ myautograph.ge-ზე ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის მის მიერ გატარებული ზომები, საკმარისი აღმოჩნდება ნებისმერ რისკის თავიდან აცილებისთვის.
მკაცრად მიზანშეწონილია, რომ თქვენი კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფით.
4. Cookies
ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის ინფორმაცია, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის ბრაუზერის მიერ. ის არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ myautograph.ge-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში. მხოლოდ ავტოგრაფი ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ Cookies ისეთი ფუნქციებისთვის, როგორიცაა არჩეული ქვეყანა, პროდუქციის დათვალიერება, პროდუქტის ონლაინ შეძენა და ზოგადად დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი მომსახურების გაწევა. თითოეული ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა შესაძლებლობას Cookies წაშლისა ყოველი სესიის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინფორმაციას Cooies წაშლის პროცედურების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში, თუ გსურთ წაშალოთ Cookies. მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურებით სარგებლობისთვის, მათ შორის, პროდუქტის შეძენისთვის. თუ თქვენ დაიწყეთ Cookies წაშლის პროცედურა, ავტოგრაფი ვერ უზრუნველყოფს, რომ myautograph.ge-ის ყველა გვერდი იქნება ნაჩვენები ან განსაზღვრული მომსახურებები იქნება მოწოდებული, როგორიცაა, მაგალითად, შენახვა ან ჩვენება ვებ-გვერდის იმ პროდუქტების, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, ონლაინ შეძენის პროცედურების დასრულებისას.
თუ თქვენ არ გნებავთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა თანხმობა განაცხადოს Cookies-ზე, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies მიღების ოფცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
5. პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება
ავტოგრაფი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, რომელიც გამოხატულია თავისუფლად, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული შეტყობინებები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია myautograph.ge-ის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანხმობა აუცილებელია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას წინასწარ და მოგცემთ არჩევანს დათანხმდეთ ან უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით, ზემოთ მითითებული მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მონიშვნით.
თუმცა, ავტოგრაფმა შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რათა ისარგებლოთ უფლებით და თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, არ მიიღოთ მომავალში შეტყობინებები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომსახურებასთან.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია ავტოგრაფისგან, მონაცემების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან. ელექტრონული შეტყობინების ფორმით.
6. მარეგულირებელი კანონები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.
7. შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ
ავტოგრაფის შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და myautograph.ge-ის განახლებული პოლიტიკა.