დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

1. საკონდიტრო კომპანია ავტოგრაფი-ტორტის ატელიე-ს  შეკვეთის  დაბრუნების ან გაცვლის პირობები:

1.1. საკონდიტრო კომპანია ავტოგრაფი-ტორტის ატელიე, პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის პოლიტიკის თანახმად, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეკვეთის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დააბრუნოს უკან ან შეცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვებაში თუ ის ვიზუალურად ან ზომით არ შეესაბამება, შეკვეთაში მითითებულ პარამეტრებს .

2. შეკვეთის დაბრუნების ან შეცვლის წესი:

2.1. შეკვეთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ  საკონდიტრო ავტოგრაფი-ტორტის ატელიე-ს ქოლ ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების სურვილის შესახებ, ასევე აცნობოთ ის არგუმენტები რის გამოც ბრუნდება შეკვეთა.

2.2. შეკვეთის დაბრუნების ან შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს  მიღებისთანავე დათვალიერებით აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ნაკლის  შემთხვევაში.

2.3. შეკვეთის დაბრუნების ან შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველმა კურიერს უნდა წარუდგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შემკვეთის პირადობა და შეკვეთის ნომერი. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.

3. შეკვეთის დაბრუნება ან შეცვლა  შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

3.1. მიღებული  შეკვეთა არ შეესაბამება  ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.

3.2. შეკვეთა დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს.

3.3. შეკვეთის მიწოდების შეთანხმებული დრო მნიშვნელოვნად დაირღვა საკონდიტრო ავტოგრაფი-ტორტის ატელიე-ს  მხრიდან.

4.  ანაზღაურების წესი:

4.1. საკონდიტრო კომპანია ავტოგრაფი-ტორტის ატელიე, შემკვეთის მხრიდან  შეკვეთის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას შემკვეთს აუნაზღაუროს მის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის 100%, იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია მოცემული დაბრუნების ან შეცვლის პოლიტიკის 3.1- 3.2 – 3.3 პუნქტები. ამავდრუოლად შემკვეთი ვალდებულია წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.

4.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

4.3. საკონდიტრო კომპანია ავტოგრაფი-ტორტის ატელიე მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

5. პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლის პროცედურა:

5.1. შემკვეთის მიერ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული სათანადო დასაბუთებით პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, შეკვეთის მიღებისთანავე  შემკვეთი მყისიერად ახდენს შემთხვევის დაფიქსირებას ქოლ ცენტრში, რის შემდგომაც  კურიერს მიეცემა დასტური პროდუქტის უკან წამოღებაზე.

5.2. დაბრუნებული პროდუქტის შეცვლა მოხდება  საკონდიტრო კომპანია ავტოგრაფი-ტორტის ატელიე-სა და შემკვეთს შორის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში.

5.3 შეცვლა ხდება მხოლოდ იგივე დიზაინის, იგივე ზომის და იგივე წონის პროდუქტით, ერთი-ერთში. დაუშვებელია პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება.